ჩინეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ყოფილ უფროსს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჩინეთის სასამართლომ ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ყოფილ უფროსს კორუფციის ბრალდებით 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს ინფორმაციით, ვონგ იონგჩუნმა 2000 – 2013 წლებში ქრთამის სახით 7,9 მილიონი დოლარი მიიღო, ასევე მან 42 მილიონი ჩინური იუანის ხარჯვის მიზნობრიობა სასამართლოს ვერ აუხსნა. ვონგ იონგჩუნის განაჩენამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩინეთის ნავთობის და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის CNPC-ის ხელმძღვანელს ცზიან ცზემინს. გამოძიების ინფორმაციით, ცზიან ცზემინმა კომპანიის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ქრთამის სახით 2,3 მილიონი დოლარი მიიღო.
კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია 2012 წელს ჩინეთის ხელისუფლების სათავეში ცი ცზინპინის მოსვლის შემდეგ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ჩინელი მაღალჩინოსანი დააკავეს. დაკავებები ნავთობისა და გაზის სფეროსაც შეეხო.