იემენში ერთ-ერთი ციხის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
საერთაშორისო არაბული კოალიციის ავიაციამ იემენის ერთ-ერთ ციხეზე ავიადარტყმა განახორციელა. დაბომბვის შედეგად 20 პატიმარი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. ციხე ალ-ბაიდას პროვინციაში დაიბომბა, რომელიც ხუსიტების კონტროლის ქვეშ არის.
შეგახსენებთ, რომ იემენში სამთავრობო ძალების და ამბოხებული ხუსიტების დაპირისპირება გრძელდება. ხუსიტები ქვეყნის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. მარტიდან იემენის პრეზიდენტის თხოვნით არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ხუსიტების პოზიციებს ბომბავს.
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.