სირიაში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე, ორი ნაღმი აფეთქდა

დამასკოში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ნაღმმტყორცნიდან გაშვებული ორი ნაღმი აფეთქდა. საელჩოს პირველი მდივნის ადუარდ ყურბანოვის განცხადებით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა, საელჩოს შენობა დაზიანდა.
ყურბანოვმა ასევე აღნიშნა, რომ დაბომბვის დროს საელჩოსთან სირიაში რუსეთის ქმედებების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, საელჩოს მიმართულებით ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი სირიის ოპოზიციის ძალებმა გახსნეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, პირველი ნაღმის აფეთქების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაიჭრა. ამის შემდეგ ხალხი გაიქცა და მეორე ნაღმის დაცემის შედეგად უკვე არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები