სომხეთში მამაკაცი გაათავისუფლეს, რომელმაც 1995 წელს აზერბაიჯანელი მოკლა
სომხეთში პატიმრობიდან მამაკაცი გაათავისუფლეს, რომელსაც ეთნიკური აზერბაიჯანელის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Day. Az იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უწყებათშორისმა კომისიამ დადებითი დასკვნა გამოიტანა სოგომომ ქოჩარიანის გათავისუფლების შუამდგომლობაზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ექიმებმა ქოჩარიანს გულის უკმარისობა დაუდგინეს.
სოგომონ ქოჩარიანი 1995 წელს დააკავეს. მას ირანის მოქალაქის, ეთნიკური აზერბაიჯანელის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა სომხეთში 1991 წლიდან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებდა და ქოჩარიანს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.