იერუსალიმში რამდენიმე ტერაქტი მოხდა
იერუსალიმში დღეს სამი ტერაქტი მოხდა. თავდასხმების შედეგად, საერთო ჯამში, დაჭრილია 20 ადამიანი.
ტალპიოტის რაიონში უცნობმა პირებმა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია 8 ადამიანი. ასევე გეულას რაიონში თავდამსხმელები ჯერ მანქანით შეეჯახნენ ავტობუსის გაჩერებას, ხოლო შემდეგ იქ მყოფ ადამიანებს ესროლეს.
თავდასხმა მოხდა ასევე ქალაქ რაანანში, სადაც დანით შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში გამვლელი დაჭრა. სამივე თავდასხმას ისრაელის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
ისრაელის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელთა უმეტესობა 13-დან 18 წლამდე, არაბი მოზარდები არიან, რომლებიც მარტო მოქმედებენ და რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფებებთან კავშირი არა აქვთ.