ავღანეთში გაეროს თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთის პროვინცია ყანდაღარში გაეროს თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, ორმა „ბოევიკმა“, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ავღანელ ტურფაქაი ოლფატს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის ოფისიდან სახლში ბრუნდებოდა.  

ეს ინფორმაცია ავღანეთში გაეროს მისიამაც დაადასტურა, სადაც განაცხადეს, რომ „ამ ფაქტით აღშფოთებულები არიან“.  

გაეროს თანაშრომლის მკვლელობაზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები