ირანის პარლამენტმა ბირთვულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ირანის პარლამენტმა კენჭი უყარა კანონროექტს, რომლითაც დეპუტატებმა ე.წ. ექვსეულთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამის შემდეგ ირანის მთავრობას შეუძლია საერთაშორისო შუამავლებთან ატომურ პროგრამაზე გაფორმებული შეთანხმების რეალიზების დაწყება.
გასულ კვირას ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება აკრძალა, ვინაიდან არსებობს ისლამური რესპუბლიკის ყველა სფეროზე ამერიკული გავლენის გავრცელების საფრთხე. ჰამენეის თქმით, ის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აშშ – „სულ სხვა საკითხია“.
შეგახსენებთ, რომ ირანმა და „ექვსეულმა“, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, 2015 წლის 14 ივლისს შეთანხმებას მიაღწიეს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების მიხედვით, ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს ამბობს, ხოლო სანაცვლოდ დასავლეთი ეტაპობრივად სანქციებს უხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები