ანკარაში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილები დააკავეს

თურქეთში, ანკარაში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანია დაპატიმრებული, თუმცა ჟურნალისტებისთვის მათი ვინაობა და ზუსტი რიცხვი უცნობია.
თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის უკან ისევ “ისლამურ სახელმწიფოს” მოიაზრებს.
პარალელურად, ქვეყნაში აქციები გრძელდება – მთავრობის მოწინააღმდეგეები სტამბოლის გარეუბანში გამოვიდნენ და ტრაგედიაში ერდოღანის მთავრობა დაადანაშაულეს. ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მეორე დღეა საპროტესტო აქციები და შეტაკებები არ წყდება.
ქურთი აქტივისტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები