უკრაინა 25 ოქტომბრიდან რუსეთთან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო 25 ოქტომბრიდან რუსეთთან ყოველგვარი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს.
„იმის გამო, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს უკრაინის ავიაკომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენის შეზღუდვასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მოუცია, უკრაინის საავიაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინასა და რუსეთს შორის 2015 წლის 25 ოქტომბრიდან ავიამიმოსვლის სრული შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ინფრომაციის მიხედვით, ეს ზომა ყველა რუსული ავიაკომპანიის მიმართ იმოქმედებს, ვიდრე რუსული მხარე უკრაინის ავიაკომპანიების მიმართ აკრძალვებს არ მოხსნის.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე ურჩია თავის მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინაში გაფრენა სურთ, ბელორუსიის, მოლდავეთის ან თურქეთის ტერიტორიის გავლით გაფრინდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები