“როდესაც „ნაცები“ და მათი დაქირავებული ასო-ები გაიძახიან – “ბიძინა, წადიო!”, ეს ნიშნავს – “მიშა, მოდიო!”

ძალიან დემოკრატობს ეს ჩვენი მთავრობა! ძალიან ლოიალურად ეპყრობიან ნაცებს, ამერიკის დასანახად, – ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს.
როგორც აკადემიკოსი აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობა” დიდ თანხებს ხარჯავს ქვეყანაში სისხლისღვრის მოსაწყობად.
“ამერიკამ კალიგულაზე უფრო სისხლიან სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურა” იმიტომაც უწოდა, რომ ეს “ამერიკელების ძაღლიშვილი” გადაჭარბებით ასრულებდა პატრონების დავალებებს: ეტყოდნენ – ერთი კაცი მოკალიო – ხუთს კლავდა, ეტყოდნენ – ქართულ ტრადიციებს გადააჩვიე ხალხიო, ის – მთლიანად ქართულ სულიერებას უპირებდა “ჩარეცხვას”! როდესაც „ნაცები“ და მათი დაქირავებული ასო-ები გაიძახიან – “ბიძინა, წადიო!”, ეს ნიშნავს – “მიშა, მოდიო!”. მითხარით ერთი, ნორმალური ადამიანი სააკაშვილის მოსვლაზე სიტყვას დაასველებს?! მე პირადად ვამბობ: „ნაცები“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოში სისხლისღვრის მოსაწყობად! და ეს ფული სწორედ იმ ნაძარცვი მილიარდებიდან არის, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რომ გაიტანეს საქართველოდან! დიახ, „ნაცები“ ჩვენი ფულით გვიპირებენ ამოძირკვასა და განადგურებას”, – აცხადებს ჯაველიძე.
როგორც აკადემიკოსი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, ყველა ღონე იხმაროს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა თბილისური “მაიდანი” არ მოაწყონ. ჯაველიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა “ნაციონალების” მიმართ ძალიან ლოიალურია.
“მე პირადაპირ მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერო, გამოაჩინეთ კბილები, თორემ ლიბერასტი გველები დაგგესლავენ! სანამ „ნაცები“ და „რესპუბლიკელები“, პოლიციაში, ჯარში, სასამართლოებსა და პროკურატურაში შემორჩენილი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების დახმარებით, თბილისურ “მაიდანს” მოაწყობენ, მანამდე არის მოქმედება საჭირო! გამოაქვეყნეთ სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი გასაიდუმლებული ვიდეომასალა და ნაცბანდა მეორე დღეს აღარ იარსებებს! ყველა „ნაცი“ დამნაშავე ციხეში უნდა გამოკეტონ – სააკაშვილით დაწყებული და უკანასკნელი ზონდერით დამთავრებული! სწორედ ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომელიც გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ამერიკის ან ევროპის შეშფოთება, პოლიტიკური მოტივებით ოპონენტები არ უნდა იდევნებოდნენო! ვინ არის პოლიპატიმარი – უგულავა, ახალაია თუ მერაბიშვილი?! ერთი, გამოუშვან გარეთ ეს “პოლიტპატიმრები” და ხალხის სამსჯავროზე გაირკვევა, ვინ – ვინ არის” , – აცხადებს ჯაველიძე გამოცემა “ასავალ-დასავალთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები