პუტინმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

„ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს დამაჯერებელი გამარჯვება მის მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და მოსახლეობის მხრიდან ნდობაზე, ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კურსის მხარდაჭერაზე მიუთითებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსიის პრეზიდენტისადმი მისალოც წერილში დაწერა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. პუტინი ასევე დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკოს საქმიანობა ორი ქვეყნის სატრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, დსთ-ს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას განამტკიცებს. წისნასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 83,49% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები