ყირგიზეთში, გაქცეულმა პატიმრებმა დაცვის სამი თანამშრომელი დახოცეს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის სიახლოვეს ცხრა პატიმარი საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა. გაქცევის დროს მათ დაცვის სამი თანამშრომელი დახოცეს და ერთი მძიმედ დაჭრეს. ყველა გაქცეული ტერორიზმში და რელიგიურ ექსტრემიზმში იყო ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა გაქცეული პატიმრების დევნის ოპერაცია ჩაატარეს.
„დევნის შედეგად ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გატაცებული ავტომანქანა იპოვეს. გაქცეული ცხრა პატიმრიდან ხუთი დაკავებულია, კიდევ ოთხი იძებნება“, – ნათქვამია ყირგიზეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოთხი გაქცეულიდან ორი პირი ყირგიზეთში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ჟაიშულ მახდის“ წევრია. ეს მოძრაობა ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული და ყირგიზეთში 2012 წელს ოფიციალურად აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები