ერაყის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად ალ ბაღდადი დაიჭრა, ხოლო აშ-შიშანი დაიღუპა

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიადარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი სამი მოადგილე დაიღუპა. ამის შესახებ ირანული სააგენტო „ირნა“ იუწყება. დაღუპულთა შორის არის ისლამისტების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი).
ავიადარტყმა ერაყულმა თვითმფრინავებმა ანბარის პროვინციაში ავტოკოლონაზე განახორციელეს. დაზვერვის ინფორმაციის მიხედვით, ალ-ბაღდადი სირიის საზღვრისკენ, ქალაქ კარაბლაში მიდიოდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა შეხვედრა უნდა გამართულიყო.
ერაყის სამთავრობო ძალების ინფორმაციით, აშ-შიშანის გარდა, დაიღუპნენ ასევე საველე მეთაურები ომარ ალ-კუბეისი და აბუ საად ალ-კარბული. ალ კარბული „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების გადაადგილების დროს უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები