სააკაშვილი – ადგილობრივი მაფიის ყვირილი ჩემს ხმას ვერ გადაფარავს – ვიდეო
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე ძვირად ღირებულ მიწაზე და იმ განუკითხაობაზე ისაუბრა, რაც იქ სუფევს. მისი თქმით, სოფელ კრიჟანოვკაში მიწებს სოფლის საბჭო არიგებს, ხოლო საბჭოს წევრთა ნათესავები ამ მიწებს ფლობენ. „ჩვენ ამ განუკითხაობას ბოლოს მოვუღებთ“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სოფელში ჩასვლისას მას საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ. „მე ყველა ადამიანის აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ ამ მაფიის ყვირილი ჩემს ხმას ნამდვილად ვერ გადაფარავს“, – აცხადებს სააკაშვილი.