ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ბელორუსიის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კვირას გამართული არჩევნების შედეგად ეს პოსტი შეინარჩუნა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფრომაციით, მან ამომრჩეველთა ხმების 83,49% მიიღო. ყველაზე მეტი ხმა ლუკაშენკომ მოგილიოვის ოლქში მოიპოვა (88,29%), ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მინსკში დაფიქსირდა (65,58%).

მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით დაფიქსირებული მაჩვენებელი მისთვის ხუთი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველაზე წარმატებულია. 1994 წელს მან 80,6% მიიღო, 2001 წელს – 75,65%, 2006 წელს – 83,0%, ხოლო 2010 წელს – 79,65%.

ამ მონაცემებში არ შედის ხმები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფმა ბელორუსიის მოქალაქეებმა მისცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები