„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ავტოკოლონაზე ავიაიერიში განხორციელდა

ერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ავტოკოლონაზე ავიაიერიში განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ცნობით, ისლამისტების ლიდერი ქალაქ ქერბელაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე მიემართებოდა.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ავიაციამ დაბომბა ის ადგილიც, სადაც ისლამისტების შეხვედრა უნდა შემდგარიყო.
თავად ალ-ბაღდადის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ გაავრცელეს. ოფიციალური პენტაგონი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები