ანკარაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ანკარაში 2 აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 250-ს აღწევს. ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაშავებულები წუხელ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით “შრომა, მშვიდობა, დემოკრატია” ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები