თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს. რეჯეპ ტაიფ ერდოღანს მიაჩნია, რომ თავდასხმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოაწყვეს. მან სტამბოლში სამდღიანი ვიზიტი შეწყვიტა და ანკარაში დაბრუნდა.
„კატეგორიულად ვგმობ ამ საზიზღარ თავდასხმას ჩვენს ქვეყანაზე. მისი მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ფენის შეჯახება. ტერორიზმზე ყველაზე სწორი პასუხი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოვლენა. ამ საკითხზე დღეს ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები უახლოეს მომავალში დაკავებულები იქნებიან და სათანადოდ დაისჯებიან“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქში დღეს ორი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 80-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულია 186, მათ შორის 28 უმძიმეს მდგომაროებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები