ეგვიპტემ საფრანგეთისგან ორი „მისტრალი“ შეიძინა

ეგვიპტემ საფრანგეთთან ოფიციალურად ხელი მოაწერა კონტრაქტს ორი ვერტმფრენმზიდი „მისტრალის“ შეძენის შესახებ. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია კაიროში გაიმართა.
ტელეკომპანია „სკაი ნიუს არაბიას“ ცნობით, საზეიმო ღონისძიებას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ „მისტრალებს“ საფრანგეთი რუსეთისთვის აშენებდა. შესაბამისი კონტრაქტი ორმა ქვეყანამ 2011 წელს გააფორმა. 2014 წელს, როდესაც ერთ-ერთი ხომალდი უკვე აშენებული იყო, პარიზში განაცხადეს, რომ რუსეთს ამ საბრძოლო ხომალდებს ვეღარ გადასცემს. ამის მიზეზად უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა და დასავლეთის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები