ჩრდილოეთ კორეაში, აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები აჩვენეს

ჩრდილოეთ კორეაზე გამართულ აღლუმზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები აჩვენეს. ზეიმი კორეის მუშათა პარტიის 70 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩატარდა.
ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე ჩრდილოეთ კორეის ყველა სახეობის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გამოვიდნენ. მაყურებლებს უჩვენეს სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა – ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ჯავშატრანსპორტიორები. ასევე ნაჩვენები იყო ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები და სარაკეტო სისტემები.
სამხრეთ კორეის მედიის შეფასებით, ეს აღლუმი ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები