თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 86-მდე გაიზარდა (ვიდეო)
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკარაში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა. 186 ადამიანი დაშავებულია და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქში ორი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. ტერაქტები ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მიტინგის სიხლოვეს მოხდა, რომლის მონაწილეებიც თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის საომარი მოქმედებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=n97PnPaYpNc&feature=youtu.be