ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში რუსეთის სამი მოქალაქე შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში რუსეთის სამი მოქალაქე შეიყვანა, რომლებიც წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან. „შავ სიაში“ მოხვდნენ: ახმედ ჩატაევი, ისლამ ატაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი. ყველა მათგანი საერთარისო ტერორიზმთან კავშირში არიან ბრალდებულები. მათი ქონება და საბანკო ამგარიშები დაყადაღდება.
სიაში შეყვანილ ორ პირს – ახმედ ჩატაევს და ისლამ ატაბიევს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ბრალდებათ, ხოლო ზაურბეკ გუჩაევი სირიაში „კავკასიის იმარატის“ მოქმედების კოორდინაციაშია ეჭვმიტანილი.
ატაბიევს ახლო კავშირი აქვს საველე მათაურთან თარხან ბათირაშვილთან. 2013 წელს ორივე მათგანმა „კავკასიის იმარატთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი დაჯგუფება დატოვეს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ.
წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა 2013 წელს ე.წ. ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. დაკავების დროს ის ფეხში დაიჭრა და შემდეგ მას ტერფის ამპუტაცია დაჭირდა. გასულ წელს ჩატაევი სირიაში გაემგზავრა, საიდანაც, აშშ-ს ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, თურქეთის და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები