სირიაში რუსი სამხედროების განადგურებისთვის ჯილდო დაწესდა
ჯიჰადისტური დაჯგუფებების ლიდერებმა რუსი სამხედროების დატყვევებისა და განადგურებისთვის ჯილდო დააწესეს. ასე უპასუხებენ ისინი რუსული ავიაციის დარტყმებს.
კერძოდ, დაჯგუფება „ჯაბჰათ ან ნუსრამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოველი დატყვევებული რუსი სამხედროსთვის ჯილდო 2,5 მილიონ სირიულ ფუნტს, ანუ 13 ათას აშშ დოლარს შედგენს.
ეს სირიის პირობებში უზარმაზარი თანხაა. შედარებისთვის, სირიელი ჯარისკაცები, რომლებიც ბაშარ ასადის მხარეს იბრძვიან, თვეში 10-20 დოლარს იღებენ.
კერძოდ, ჯილდოს დაწესების ავტორი „ჯაბჰათ ან ნუსრას“ ერთ – ერთი ლიდერი, წარმოშობით ქუვეითელი შეიხი აბუ ჰასანია. დაჯილდოვდა თუ არა ვინმე „აბუ ჰასანის ჯილდოთი“, ამ დრომდე უცნობია.
რუსული ტელეარხი LifeNews ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამასკოსთან მდებარე ქალაქ დერაიას ქუჩებში ოპოზიციის მხარეს მებრძოლმა ჩრდილოეთ კავკასიელმა „ბოევიკებმა“ დატოვეს წარწერა რუსულ ენაზე, რითაც რუსეთს და ჩინეთს ემუქრებიან. „ჩვენ დავანგრევთ სირიას, შემდეგ მივხედავთ რუსეთს, ხოლო ბოლოს ჩინეთსაც მივადგებით“, – წერია დერაიას ერთ-ერთი სახლის კედელზე.