ანკარაში მომხდარი ტერაქტის ამსახველი ვიდეოკადრები (ვიდეო)

თურქული მედია ანკარაში მომხდარი ტერაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. აფეთქება ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოხდა. თურქეთის დედაქალაქში მომხდარი 2 ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, 10 კი მძიმედ დაშავდა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
აფეთქებები მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების დროს მოხდა, რომლის სახელწოდებაა: „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები