სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ამის შესახებ Dogan News-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
აფეთქებები მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების დროს მოხდა, რომლის სახელწოდებაა: „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“. მისი მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას და ქურთებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=1CdHNF7WMkw&feature=youtu.be