„მისტრალების“ შეძენაზე საფრანგეთი და ეგვიპტე დღეს კონტრაქტს გააფორმებენ

ეგვიპტე საფრანგეთისგან რუსეთისთვის განკუთვნილ 2 ვერტმფრენმზიდს – „მისტრალს“ ყიდულობს.  პარიზი და კაირო კონტრაქტს დღეს მოაწერენ ხელს. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია კაიროში გაიმართება და მას ქვეყნის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი დაესწრება. საფრანგეთის დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი უხელმძღვანელებს, რომლის ვიზიტი ეგვიპტეში ორ დღეს გაგრძელდება.
მანამდე საფრანგეთი „მისტრალებს“ რუსეთისთვის აშენებდა. კონტრაქტის ფასი 1,2, მილიარდ ევროს შეადგენდა. საფრანგეთს რუსეთისთვის პირველი ხომალდი, „ვლადივოსტოკი“ გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, მაგრამ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, საფრანგეთმა განაცხადა, რომ გემების გადაცემა შეუძლებელია.
საფრანგეთი ეგვიპტეს ვერტმფრენმზიდებს 2016 წელს, მას შემდეგ გადასცემს, როცა გემებიდან რუსული დანადგარების დემონტაჟი დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები