საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, შეტევის შედეგად განადგურებულია ისლამისტების საწვრთნელი ბანაკი. მისი თქმით, საფრანგეთი სირიაში დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ აშშ-სთან გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს.
ავიადარტყმა „რაფალის“ ტიპის ორმა თვითმფრინავმა განახორციელა. პირველად „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები საფრანგეთმა 29 სექტემბერს დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები