ჰონდურასში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონდურასის ჩრდილოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 14 დაშავებულია. დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სახანძრო მანქანა შეეჯახნენ.

ერთ-ერთი ვერსიით ავტობუსი სახანძრო მანქანას მას შემდეგ შეეჯახა, რაც ის მოძრაობის დროს ამობრუნდა. მეორე ვერსიით კი ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის გამო მოხდა. პოლიციამ ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები