რუსული გენშტაბის ინფორმაციით, ავიაციამ ერთ დღე -ღამეში სირიაში 300 „ბოევიკი“ გაანადგურა

რუსულმა თვითმფრინავებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 67 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და „ისლამური სახელმწიფოს“ 60 ობიექტი გაანადგურეს. ამ ოპერაციის შედეგად 300-ზე მეტი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად მართვის ექვსი პუნქტი, ტყვია-წამლის რამდენიმე საწყობი, ტერორისტების მომზადების 17 ბანაკი, ასევე მიწისქვეშა სამალავები და დიდი რაოდენობით ავტო და ჯავშანტექნიკაა განადგურებული.
აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაბომბვების შედეგად „ბოევიკების“ დანაკარგებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყება მხოლოდ ტერორისტების ინფრასტრუქტურის შესახებ ცნობებს ავრცელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები