არიზონის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს არიზონის შტატის ქალაქ ფლაგსტაფში სროლა მოხდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია.
სროლა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სიახლოვეს მოხდა. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების შესწავლა. მთლიანად ამ სასწავლო დაწესებულებაში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ბოლო მსგავსი შემთხვევა აშშ-ს ორეგონის შტატში 1-ელ ოქტომბერს მოხდა. 26 წლის ქრისტოფერ შონ ჰარპერ-მერკერმა ცხრა ადამიანი დახოცა, მათ შორის ერთი მასწავლებელი და რვა სტუდენტი. ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები