ქაშმირის ეროვნულ ასამბლეაში მუსულმანი დეპუტატი სცემეს (ვიდეო)
ინდოეთის ქაშმირის შტატის პარლამენტში ინდუისტური პარტიის წევრებმა მუსულმან დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ ქაშმირის ასამბლეის წევრმა წინა დღეს წვეულება გამართა, სადაც კერძებს შორის საქონლის ხორცი იყო. შეგახსენებთ, რომ ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება.
ბოლო დროს ინდოეთის შტატებმა საქონლის ხორცის მოხმარების ამკრძალავი კანონები გაამკაცრეს. ამ წესების დამრღვევებს ჯარიმა და პატიმრობაც კი ემუქრებათ.