საუდის არაბეთი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას გააძლიერებს
საუდის არაბეთი გაზრდის სირიის სამი ოპოზიციური დაჯგუფებისთვის შეიარაღების მიწოდებას. მიზეზად ერ-რიადი რუსეთის მიერ ოპოზიციურ ძალებზე ავიადარტყმებს ასახელებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
საუდის არაბეთი ამბოხებულებისთვის თანამედროვე იარაღის, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიწოდებას გეგმავს. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ეს მიწოდებები არ შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ ნუსრას“ „ბოევიკებს“.
მანამდე სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყებოდა, რომ პენტაგონში სირიის ოპოზიციური ძალების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებაზე დისკუსიები მიდის. ეს ღონისძიებები ამ შეიარაღებულ ფორმირებებზე რუსული ავიაციის დარტყმების მოსაგერიებლად უნდა განხორციელდეს.