ბრიტანელი იურისტები: თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა
თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის დავალებით, ქვეყნის მთავრობა, სასამართლოს, პოლიციისა და მედიის წარმომადგენლების უფლებებს სისტემატურად არღვევს, – ამის შესახებ ბრიტანელი იურისტები საგაზეთო კვლევას აქვეყნებენ.
95-გვერდიან კრიტიკულ კვლევაში წერია, რომ ქვეყანაში, სადაც 40 000 ადამიანი სამსახურიდან არის დათხოვილი და მედიაფიგურები პატიმრობაში იმყოფებიან, დემოკრატიული ქვეყნისათვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, როგორც ლორდი ვულფი, იუსტიციის ყოფილი მთავარი მოსამართლე, სერ ედვარდ გარნიერი, „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატი და ყოფილი იურისტი, გენერალი, პროფესორი სერ ჯეფრი ჯოველი, კანონის უზენაესობის ბინგჰემიდ ცენტრის დირექტორი და სარა პალინი წერენ, მთავრობის „სამართლიანობის და განვითარების“ პარტია ჩაერია „უსარგებლო“ სასამართლოების, ვებგვერდების ცენზურაში, თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაში, ჩაახშო კორუფციის წინააღმდეგ გამოძიებები და დაკავებულებს ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
ჩატარებული კვლევა დაფინანსებულია აშშ-ში დაფუძნებულ ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ, რომლის საპატიო თავმჯდომარე ფეთჰულაჰ გიულენია – ერდოღანის ყოფილი მოკავშირე, რომელიც მისი ღია კრიტიკის საგანი გახდა.
გასულ წელს თურქეთის სასამართლომ გიულენის დაკავების ბრძანება გასცა. იურისტების მოხსენების მიხედვით, ყურადღებას იპყრობს გიულენის „ჰიზმეთ“ (Hizmet) მოძრაობა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიმდევრები სისტემატურ დევნას განიცდიან, რის შედეგადაც 40,000 თანამშრომელს საჯარო პოზიციები დაატოვებინეს. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მთელი რიგი დაპატიმრებები.
2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ერდოღანის და მისი მინისტრების წინააღმდეგ კორუფციაში წაყენებული ბრალდებების შესახებ არსებობს მოხსენება, რომელიც დოკუმენტურ მტკიცებულებებს ეფუძნება.
“ჩვენ გავაანალიზეთ 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული თურქეთის მთავრობისა და მისი აგენტების ქმედებები, მას შემდეგ, რაც ერთხმად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა რეფორმის პროცესის მკვეთრ ცვლილებას, რომლის შესახებაც 2005 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – აცხადებენ კვლევის ავტორი ბრიტანელი იურისტები.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი თურქული დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის და კანონის უზენაესობის კუთხით. ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობის მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებით მნიშვნელოვნად დაარღვია ადამიანის უფლებები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი ქმედებით გამართლდებოდა თურქეთში შესაფერისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ არსებობის შემთხვევაშიც კი“.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მედია და სისხლის სამართლის სისტემა გამიზნული იყო ასეთი ქმედებისათვის.
„რადიო და ტელემაუწყებლობა შეჩერდა. სასამართლოს დადგენილების/ბრძანების არქონის ზოგ შემთხვევაშიც სოციალური მედიის საშუალებით არასასურველი შინაარსის მქონე მასალების გაშუქებაც აიკრძალა. ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების, პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების, რომლებიც „ჰიზმეთ“ მოძრაობის მხარდამჭერებად იყვნენ მიჩნეულნი, მათი დაკავება და დაპატიმრება, მათი თავისუფლების აღკვეთა და უსაფრთხოებისთვის დაცვის უფლებების დარღვევა უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზარალებულთა შორის არის ჰიდაეთ ქარაჯა, სამანიოლუ მედია ჯგუფის (Samanyolu Media Group) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ტერორისტული ორგანიზაციის დაარსების “საეჭვო ბრალდებით” დააპატიმრეს. ქარაჯას, ექრემ დუმანლის -გაზეთ „ზამან“-ის (Zaman) მთავარ რედაქტორს, სხვა გაზეთის ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სატელევიზიო დრამის სცენარისტებს ბრალად ედებათ ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ შეთქმულება. მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ქარაჯა და 63 დაკავებული პოლიციის თანამშრომელი ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფება“,- ნათქვამია მოხსენებაში.
2013 წლის დეკემბერში, ერდოღანის საახლობლო წრეში კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო, მოხსენების შეფასებით, დაახლოებით 40,000 პოლიციის თანამშრომელი, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები და პროკურორები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
როგორც სერ ედვარდ გარნიერმა Guardian-ს განუცხადა: “იმის გათვალისწინებით, რომ [თურქულ] სასამართლოებს უთხრიან ძირს… ადგილობრივ სასამართლოებში არ არსებობს დაცვის მექნიზმის რეალური პერსპექტივა”. საკონსტიტუციო სასამართლო რჩება “ბოლო შუქურად”, – დასძინა მან.
“ეს შესაძლებელია, ჩვენ გვჯერა, რომ ვინც დაზარალებულია, პირდაპირ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს (ECHR) უნდა მიმართოს. მათ უნდა გაუწიონ იურიდიული კონსულტაცია, მაგრამ სიტუაცია თურქეთში სულაც არ არის ოპტიმისტური”.
გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს 101 ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი ფაქტი გადასცა; 2013 წლის სტამბოლში პოპულარული „გეზი პარკის“ დემონსტრაციების წინააღმდეგ თურქეთის მთავრობის „რეპრესიული“ საპასუხო ქმედებები ადამიანის უფლებების გაუარესებისკენ მიანიშნებს. ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის სპიკერმა ალპ ასლანდოღანმა განუცხადა Guardian-ს: “სასამართლო და მედია უკვე დაიმორჩილეს. გიულენის მოძრაობა უკვე შერჩეულია, როგორც „განტევების ვაცი“, რათა ხელისუფლებამ თავისი ავტორიტარული ქმედებები გაამართლოს”. თურქეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.