ჩინეთში საცობი ყველა რეკორდს ხსნის (ვიდეო)
ჩინეთში, 50-რიგიან ავტომაგისტრალზე უზარმაზარ საცობში ათასობით მანქანა მოხვდა. სატრანსპორტო კოლაფსი ქვეყნის დედაქალაქ პეკინთან ახლოს წარმოიქმნა.
საცობი ნაციონალური დღესასწაულის აღნიშვნამ გამოიწვია. სამი დღით ჩინეთის 750 მილიონი ადამიანი დასვენების დღეებზე ნათესავების სანახავად სხვა ქალაქებში მიდის, ხოლო სამსახურში ყველა 6 ოქტომბერს ბრუნდება.
პეკინთან ახლოს 50-რიგიანი გზატკეცილი ვიწროვდება და იქ მხოლოდ სამი რიგია. სწორედ აქ გაიჭედა მრავალი ავტომობილი. ინტერნეტში ამ გიგანტური საცობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.