აშშ-ს პრეზიდენტმა ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის ქალაქ ქუნდუზში ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ამ საკითხზე ობამას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრად განისთან და ორგაბიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ხელმძღვანელთან ჯოანა ლიუსთან.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ამ ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ქუნდუზის საავადმყოფოზე ავიადარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ავღანეთში ჯონ კემპბელმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი „შეცდომების მთელი კოპლექსის“ გამო მოხდა. სამოქალაქო ობიექტის დაბომბვა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ასევე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები