კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელმა კვამლის ხელყუმბარა შეაგდო (ფოტო, ვიდეო)
კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა კვამლის ხელყუმბარა შეაგდო. ასე გამოხატა ოპოზიციამ პროტესტი სერბეთთან გაფორმებული შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც კოსოვოში, სერბებით დასახლებული რეგიონებისთვის მეტი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს. ამ ინციდენტის მიუხედავად, პარლამენტის სხდომა გაგრძელდა, თუმცა დეპუტატებმა ყველა გადაწყვეტილება დაჩქარებული პროცედურით მიიღეს.