ქურთები „ისლამურ სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ
ერაყის ქურთისტანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ჭურვები, რომლებიც მომწამლავ ნივთიერება იპრიტს შეიცავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ფაქტის დადგენა 35 ქურთი მეომრის სისხლის ანალიზის და მათი ჭრილობების შესწავლის საფუძველზე მოხდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისლამისტებმა მომწამლავი ნივთიერებები სირიაშიც გამოიყენეს.
„ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძირითად საშიშროებას წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ერაყისა და სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა.