ევროსაბჭო აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა საკითხებში სამუშაო ჯგუფს ტოვებს

 

ევროსაბჭოს წარმომადგენლები აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა საკითხებში სამუშაო ჯგუფს ტოვებენ. ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა ამის შესახებ უკვე აცნობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობის „დრამატული გაუარესება“ სახელდება.

„ბოლო დროს ევროსაბჭო სულ უფრო ხშირად იღებს ინფორმაციას აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტების დაკავების და ციხეში მათი არასათანადო პირობებში ყოფნის შესახებ“, – ნათქვამია სტრასბურგში გავრცელებულ განცხადებაში.

ევროსაბჭოს ექსპერტები სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ, რომელიც ბაქოში 2014 წლის ოქტომბრიდან მოქმედებდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის მთავრობის, პარლამენტისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯგუფის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები