კვიტაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ეკატერინა ამოსოვა თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამის ბრძანებულებას ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერა ხელი. რექტორს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლის პერიოდში უფლებამოსილება მოეხსნა.
„შემოწმების მიზანია კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, უმაღლესი სასწავლებლის წესდების დაცვა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების გაკონტროლება, ასევე უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
შემოწმებას სპეციალური უწყებათშორისი კომისია ჩაატარებს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.