დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში შეიარაღებულ ძალებს გააგზავნის
დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში მცირე სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას აპირებს, რათა ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სწავლების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა.
„ეს კონტინგენტი ბალტიის ქვეყნებში ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის ნაწილი გახდება. გასულ წელს ჩვენ პატრულირებაში მივიღეთ მონაწილეობა, მომავალ წელსაც ვგეგმავთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ფელონმა.
მისი თქმით, მომავალში მცირე რაოდენობის კონტინგენტი შეიძლება უფრო მრავალრიცხოვანი გახდეს.