აშშ სირიის საკითხში სამხედრო ოპერაციის კოორდინირებას არ აპირებს

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან სამხედრო მოქმედებების კოორდინირებას არ აპირებს. მისი თქმით, მოსკოვის სტრატეგია სირიაში „მრავალ ხარვეზს“ შეიცავს.
„რუსეთმა არასწორი ტაქტიკა აირჩია. ის ბომბავს ობიექტებს, რომლებსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეხება არა აქვს. ეს სერიოზული შეცდომაა“, – განაცხადა კარტერმა.
ამასთანავე, მისი თქმით, აშშ-ს და რუსეთის სპეციალისტები საბაზისო, ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც, მაგალითად, პილოტების უსაფრთხოებას ეხება. ამის საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ, სავარაუდოდ, არ თვლის „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგანაც რუსეთს „ბოევიკების“ დისლოკაციის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები