ლე პენმა ოლანდს „მერკელის ვიცე-კანცლერი“ უწოდა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ქვეყნის პრეზიდენტს – ფრანსუა ოლანდს „გერმანიის ვიცე-კანცლერი“ უწოდა. ლე პენმა ტვიტერში ევროპარლამენტში მერკელისა და ოლანდის სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა.
„დიდი მადლობა მადამ მერკელ, რომ თქვენი ვიცე-კანცლერი, პროვინცია საფრანგეთის მმართველი ფრანსუა ოლანდი ჩამოიყვანეთ“, – წერს ლე პენი. მისი თქმით, ოლანდი მუდმივად ახდენს საფრანგეთის ინტერესების იგნორირებას, რადგანაც ასრულებს ბერლინის, ბრიუსელის და ვაშინგტონის მიერ თავზე მოხვეულ დავალებებს.
ლე პენმა ასევე ხაზი გაუსვა ანგელა მერკელის მიგრაციული პოლიტიკის არაეფექტურობას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტიც მხარს უჭერს. ლე პენი ამბობს, რომ ეს გამოიწვევს მასობრივ უმუშევრობას, არასტაბილურობას და სოციალური დაცვის სისტემის მოშლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები