ამერიკის სენატმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო დახმარების საერთო ოდენობა 612 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 70-მა სენატორმა, ხოლო 27-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
მიღებული ბიუჯეტი ითვალისწინებს კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას რეალური დროის რეჟიმში და ასევე „სხვა სახის სამხედრო დახმარებას“. საუბარია ნაღმმტყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების, ასევე ყუმბარმტყორცნების, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია-წამლის მიწოდებაზე. ამასთანავე, თეთრ სახლში უკვე განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ამ სახით კანონპროექტის ხელმოწერას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები