იემენში ქორწილის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

იემენში საქორწილო ცერემონიის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ავიადარტყმა არაბული კოალიციის ძალებმა განახორციელეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი ქალაქ სანბანში მოხდა, რომელიც დედაქალაქ სანადან 100 კილომეტრში მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, ქორწილი ამბოხებული ხუსიტების წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
მსგავსი ინციდენტი 28 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს საქორწილო ცერემონიის დაბომბვის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. მაშინ კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ავიადარტყმა არ განუხორციელებიათ.
საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში, ამბოხებული ხუსიტების პოზიციებს მიმდინარე წლის მარტიდან მომბავს. ამ ხნის განმავლობაში ათასობით მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები