სირიის ჯარმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ სახმელეთო შეტევა დაიწყო

სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსული ავიაციის დარტყმების პარალელურად, „ისლამურ სახელმწიფოზე“ სახმელეთო შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთში სირიის ელჩმა განაცხადა. ელჩის თქმით, რუსული ავიაციის დარტყმები „ძალიან ეფექტურია“ და ის „ბოევიკებში“ დიდ არეულობას იწვევს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმები რუსულმა საბრძოლო ხომალდებმაც განახორციელეს. აქამდე აშშ და ნატო რუსეთს ადანაშაულებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ნაცვლად ის სირიის ოპოზიციას ბომბავს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა და პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიაში შესაძლოა, კოორდინირებულად იმოქმედონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები