სირიაში, საბრძოლო ოპერაციაში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალებიც ჩაერთვნენ

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე 26 დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა.
„ოთხმა სარაკეტო ხომალდმა 26 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა. ოპერაციის შედეგად სამოქალაქო ობიექტები არ დაზარალებულა“, – განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, მთლიანად 30 სექტემბრიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტების 112 ობიექტი დაბომბეს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სირიაში საბრძოლო ოპერაციის მსვლელობაზე აშშ-ს თავდაცვის უწყებასთან კოორდინაციას არ გამორიცხავს. რუსეთის გენშტაბის წარმომადგენელთა თქმით, შესაბამისი წინადადება ვაშინგტონიდან უკვე მიღებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები