The Times – ევროკავშირი 400 ათასი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს

ევროკავშირმა მოამზადა საიდუმლო გეგმა ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიიდან დაახლოებით 400 ათასი მიგრანტის დეპორტაციის შესახებ. ამ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, საუბარია, ძირითადად, მიგრანტებზე ერითრეიდან და ნიგერიიდან, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი მიიღეს. ახლა ევროკავშირი ამ სახელმწიფოებისგან მათ უკან დაბრუნებას ითხოვს. ასევე, ამ სიაში შეიძლება აღმოჩნდნენ სირიელები, ლიბიელები და ავღანეთის მოქალაქეები.
გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელმწიფოები ლტოლვილებს უკან არ მიიღებენ, ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტით, ასევე სავიზო და სავაჭრო შეთანხმებების გაუქმებით იმუქრება. მიგრანტების დაბრუნების პროცესს საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო გააკონტროლებს. ის სახელმწიფოები, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესრულებაზე უარს განაცხადებენ, დაჯარიმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები