ანტალიაში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. მისი მაგნიტუდა 5,5 -ს შეადგენდა. ეპიცენტრი ანტალიიდან 109 კილომეტრში, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობდა.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისქვეშა ბიძგებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადამიანებმა ღამე ქუჩაში გაატარეს.
ანტალიაში მიწისძვრა იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ ის 3-4 მაგნიტუდას იშვიათად აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები