სამხრეთ კაროლინის შტატში წყალმა კუბოები წაიღო (ფოტოკოლაჟი)
აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში კოკისპირული წვიმების გამო წყალდიდობა მოხდა. წყალმა ქალაქ ორინჯბერგის სასაფლაო დატბორა და კუბოები წაიღო.
ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ დაცურავს სასახლეები ქალაქის ქუჩებში. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, გარდაცვლილების დაკრძალვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც წყლის დონე დაიწევს.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატები ქარიშხალ „ჰოაკინის“ გამო დაზარალდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი. აშშ-ს პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.