რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ქალაქი პალმირა დაბომბეს
რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს სირიის უძველესი ქალაქი პალმირა, რომელსაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია 20-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და იარაღის საწყობი. „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა მიმდინარე წლის მაისში დაიკავა. ისლამისტებმა იქ უკვე გაანადგურეს ორი ტაძარი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. რუსულმა ავიაციამ ასევე დარტყმები განახორციელა პროვინცია ალეპოს ჩრდილოეთ ნაწილზე. თვითმფრინავებმა ქალაქები ალ-ბაბი და დეირ-ჰაფირი დაბომბეს.